გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი: უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დღეს მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს. აღნიშნული ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება. ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

მკვლევარების თქმით, დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.