გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი უგზავნის – მორიგი სილა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას?

2jln3w0bt9vp17f.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრისგან, ბრაიან ბაბინისგან მიიღო.

წერილში ამერიკის კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ უკუსვლასთან დაკავშირებით.

განცხადება ბაბინმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„როგორც კონგრესის წევრი გწერთ დღეს, რათა შევამატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველო განაგრძობს უკუსვლას დემოკრატიული ღირებულებებიდან და  ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური პროგრესის გაუარესების გამო. 

ამის გათვალისწინებით, ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მეგობართა ჯგუფს, მის თავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის იმ წერილში, რომელიც თქვენ გამომიგზავნეს 13 დეკემებრს, ამ წერილში ხაზგასმული იყო შეშფოთება  მიღებული გადაწყვეტილების მიმართ უარი თქვათ დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე და ასევე ცნობებზე ძალადობის შესახებ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. უფრო მეტიც, მსურს შეუერთდე ჩემს კოლეგა კონგრესმენს მარკუეინ მალინს და იმ გზავნილს, რომელიც გადმოცემულია მის მიერ 13 იანვარს გამოგზავნილ წერილში. 

როგორც იცით, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ თვენი ქვეყანა სარგებლობდა მრავალი წელი შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერით. შარშან, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც სენატში განხილვის ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უპირველესად პირდაპირაა ხაზგასმული ამ აქტის ტექსტში არის შემდეგი – შეერთებული შტატების პოლიტიკა არის საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების,საჯარო სექტორის გამჭვირვალობის,  ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის ჩათვლით. 

ამ პოლიტიკის სულისკვეთებით, გწერთ, რადგან შესამჩნევია  მზარდი ნეგატიური ტენდენცია საქართვლოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის მაჩვენებლები, რაც გახდა შეშფოთების საგანი კონგრესის წევრებს შორის. ამ ტენდენციის შედეგია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში ეცემა რადგან შეერთებული შტატებისა და ევროპის ბიზნეს ინტერესები ექვემდებარებოდა ზეწოლას, კონტრაქტების გაუქმებას და ჩამორთმევით თავდასხმებს. ამის შესამჩნევი მაგალითია  ნავთობისა და გზის კომპანია „ფრონტერა რისორსიზ“.  შემაშფოთებელია ასევე შეერთებული შტატების სოციალური მედია კომპანიის ფეისბუკის  ბოლო განცხადება, რომ აღმოაჩინა და დახურა მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მასშტაბური ანგარიშიების ქსელი, რომელიც წინა პლანზე წევდა „კოორდინირებულ ყალბ ქმედებებს“ ოპოზიციური აზრის ჩასახშობად და ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად. განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიმართ.

ჩემს  მიერ აღწერილი ნეგატიური ტენდენციების გამო, და ცვლილებისკენ მოწოდების მცდელობით, იზრდება მოწოდებები სანქციების და სხვა სადამსჯელო ზომების განხილვის შესახებ. შევუერთდი კონგრესის წევრთა მზარდ რიცხვს  რეფორმების მოწოდებაში:  საქართველოს სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტის მხარდაჭერით, რომელიც წარმოდგენილია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. 

გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო გაგრძელებს იყოს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მომდევნო წლებშიც, დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის  ძლიერი საფუძვლით. ამის გათვალისწინებით, ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვის გზებს შეაჩეროს აგრესიული ქმედებები შეერთებული შტატების კომპანიების წინააღმდეგ და იმუშავებს იმისთვის, რომ შეწყდეს შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ პროგრესს და თავისუფლებას-ქართველი ხალხისთვის ღვთისგან ბოძებულ უფლებას. 

პატივისცემით,  ბრაიან ბაბინი, აშშ, კონგრესის წევრი “ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.