გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი უგზავნის

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა რენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რეფორმების შეფერხების და საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგოკომპანიებისთვის კლიმატის გაუარესების გამო. ამის შესახებ კონგრესმენი ვებერი ტვიტერზე წერს და აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის გაგზავნილ, 4 თებერვლით დათარიღებულ წერილს.

Randy Weber@TXRandy14

I am alarmed by reports of delayed reforms and a declining climate for U.S. investment in #Georgia, especially for energy companies from the #USA. I wrote this letter to Georgia’s Prime Minister @GakhariaGiorgi to express my serious concern.

View image on Twitter
View image on Twitter

1911:57 PM – Feb 11, 2020Twitter Ads info and privacy27 people are talking about this

რენდი ვებერი უერთდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების ორპარტიულ შეშფოთებას დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევის და ეკონომიკური კეთილდღეობის შესუსტების გამო.

კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერს, რომ აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიური დახმარების გათვალისწინებით, იძულებულია შეუერთდეს კოლეგებს, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მისწერეს. ვებერი უერთდება მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე უარის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალადობის, პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელი შევიწროების შესახებ ცნობების გამო.

რესპუბლიკელი კონგრესმენი აღნიშავს, რომ შეუერთდა წარმომადგენელთა პალატის მიერ შარშან მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთისგან მომდინარე გამოწვევის ფონზე. ვებერი აცხადებს, რომ ეს აქტი არ ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

რენდი ვებერი საუბრობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს უკუსვლაზე.

რესპუბლიკელი კონგრესმენის წერილში ევროპული და ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად მოყვანილია კომპანია „ფრონტერა”. ასევე, საუბარია ფეისბუკის გადაწყვეტილებაზე, გაეუქმებინა საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი გვერდი და ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ და აღვივებდნენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს.

რენდი ვებერი გიორგი გახარიას წერს, რომ ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-მა მიიღო ორი კანონი 2019 და 2020 წლებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ და ეს კანონები კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ფასეულობებისგან, თავისუფალი ბაზრის პრინციპისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესებისგან გადახვევას.

ვებერი გახარიას აფრთხილებს, რომ პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ში საქართველოს უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო ზომების შესახებ.

რენდი ვებერი წერს, რომ საქართველო რჩება აშშ-ს მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად და იმედს გამოთქვამს, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალ წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს აიღებს ამერიკული კომპანიებს საწინააღმდეგო ქმედებებზე და ხელს შეუწყობს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდას: იმედია, რომ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ იპოვის გზას გასცეს სწორი პასუხი ქმედებებს, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

წერილის ასლები კონგრესმენმა ვებერმა გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს და აშშ-ის მთავრობის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.