გიორგი გახარია: ისეთი დანაშაული როგორიც ქურდობაა, ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

“თუმცა, ისეთი დანაშაული, როგორიც ქურდობაა, არის გაზრდილი. ერთმნიშვნელოვნად. საკმაოდ სერიოზულად. 2018 წლის სტატისტიკის ზრდის 62 % მოდის სხეულის დაზიანებებზე და საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულზე. ქურდობა საერთოდ ითვლება ყველაზე რთულად გახსნად დანაშაულად. ამიტომ, რეგისტრაციის ნაწილში ყოველთვის პრობლემა არსებობდა. ის რაც რთულად გახსნადია, მისი დაფარვა მეტ მოტივაციის საგანს წარმოადგენდა.

გარდა ამისა ოჯახში ძალადობა და ყველა სახის სტიგმატიზირებული დანაშაული, რომელზეც საზოგადოებასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და მომართვიანობა გაიზარდა”, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მისი წინამორბედები მალავდნენ ამ დანაშაულს? – პასუხობს:

“მეთოდოლოგიის ცვლილება და პრინციპების ცვლილება უნდა დავარქვათ ამას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.