გიორგი მარგველაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა ზღვარი თავის თავსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის – კოჰაბიტაცია პოლიტიკურ ჩახუტებაში გადადის?

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის,მამის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა გადანაცხადა, რომ მამის საქციელის წამოძახება შვილზე, არცერღ მორალურ კრიტერიუმში არ ჯდება.

„ ჩვენ ხომ რეალურად მივედით იმ კომიკურ სიტუაციამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრებიც „ქართულ ოცნებაშიც“ არიან და „ევროპულ საქართველოშიც“, დღეს ვიღაცას უყენებს კომპრომატად იმას, რასაც თავად ეს პოლიტიკური ძალა აშავებდა. როდესაც მე რაღაცას ვაკეთებდი ცუდად, მე ვძალადობდი და ჩემსავე ცუდ საქციელს თქვენ წამოგაძახებთ – ეს ხომ საერთოდ პოლიტიკური აჯაფსანდალია. ეს აჯაფსანდალი იმიტომ მოხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა ზღვარი თავის თავსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ქართული ოცნება“ ხომ დაკომპლექტდა „ნაციონალური მოძრაობით“? ამ ფონზე მამის საქციელის წამოძახება შვილზე, რომელ მორალურ კრიტერიუმში ჯდება? ხომ უნდა გასცდეს ქართული პოლიტიკა სოფლის ორღობის ჭორაობას და გადავიდეს რაიმე უფრო ღირებულზე?,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.