გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებოდნენ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.