გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს უკუსვლა აქვს – 66-დან 74-ე პოზიციაზე

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის რეიტინგი.

წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია, 141 ქვეყანას შორის 74-ე პოზიციაზეა და საუკეთესო 100 ქულიდან 60,6 აქვს. 2018 წლის რეიტინგში საქართველო 66-ე იყო.

2019 წლის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან სინგაპური, აშშ, ჰონ-კონგი, ნიდერლანდი და შვეიცარია. ბოლო 141- ე ადგილზეა ჩადი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს 12 ძირითადი კრიტერიუმისა და მრავალი ქვეკრიტერიუმის მიხედვით ადგენს. მათ შორისაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, შრომის და სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა და ტექნოლოგიური მზაობა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.