გორში უცნობმა პირებმა სტალინის ქუჩის აბრები შინდისის გმირების სახელით შეცვალეს

გორში სტალინის ქუჩის აბრები შინდისის გმირების სახელით შეცვალეს. ასეთი ერთგვარი აქცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ფოტოც.

დღეს გორში, სტალინის ქუჩაზე გამოჩნდა მისამართის აღმნიშვნელი ახალი აბრები, რომლებზეც სტალინის ქუჩის ნაცვლად ახალი მისამართი შინდისის გმირების ქუჩა წერია, – ვკითხულობთ აღნიშნული მედიის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის, „მაროს“ წევრები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დაერქვას .

ვინ არის სტალინის ქუჩის სახელის შინდისის გმირების ქუჩის  შეცვლის ინიციატორი, ამ დროისთვის უცნობია.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.