«გუბაზ სანიკიძე მრგვალ ბაღთან ედეპეშნიკებმა მაგრად სცემეს, აკაკი ასათიანს კი მთელი ვაკის გასაგონად გამზრდელი დედა აგინეს»

გენეტიკა ადამიანის ძირითადი ფაქტორის განმსაზღვრელია, როცასპეცსამსახურები ადამიანის გადაბირებას აპირებენ, პირველ რიგში მისგენეტიკას სწავლობენ.

„ნაციონალი“ გივი თარგამაძე ხშირად ბაბუათი ტრაბახობს, თითქოს ის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვისიბრძოდა და სტალინმა ამისთვის დახვრიტა. ამით მას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. გივი თარგამაძის ბაბუაგიორგი თარგამაძე გერმანიის დაზვერვის კონტროლირებადი ორგანიზაციის წევრი იყო და ანტისაბჭოთა, დივერსიული ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული, ერთი სიტყვით, ფაშისტური გერმანიის აგენტი იყოსაქართველოში და ამიტომ დახვრიტეს 1943 წელს, მაშინ, როცა ფაშიზმთან ბრძოლას საქართველოდან უამრავიქართველი შეეწირა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მისი მამის «ედეპეშნიკ» გიორგი კობახიძის მოღალატეობრივპოლიტიკურ საქმიანობაზე და სამშობლოს ღალატზე უკვე წერდა „ალია“. მამა-შვილი გაბაშვილებიც გენეტიკურადარიან სამშობლოს გამყიდველები და მოღალატეები და ესენი როგორც ყორღანაშვილების და შადიმანბარათაშვილების გვარები შევიდა ისტორიაში, ისე იქნება ამათი გვარებიც.

ბევრი შეიძლება შემომედავოს პოლიტიკოსების მამებზე, მათ გარდაცვლილ წინაპრებზე რატომ წერო. ვწერ იმიტომ, რომ მათმა შთამომავლებმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენეს და მათი დიდი დამსახურებაა, რომ წინ ვერმიდის და არ ვითარდება!

სამშობლოს მოღალატეთა ამ დივიზიის ერთ-ერთი წარმომადგენელია სამარცხვინო პოლიტიკანი გუბაზ სანიკიძეც.

საბჭოთა პერიოდში გუბაზ სანიკიძის მამას, მწერალ ლევან სანიკიძეს ფსევდოკომუნისტმა და მსოფლიოშიცნობილმა მასონმა ედუარდ შევარდნაძემ (ამბობდნენ ლევან სანიკიძესაც საპატიო ადგილი ეკავა მასონთა ლოჟაშიდა ეს ჩემი ექსკლუზივი არ არის!) ხელოვნურად შეუქმნა ეროვნული მოღვაწის იმიჯი და მილიონობით ტირაჟითგამოსცა მისი წიგნები. გვახსოვს „უქარქაშო ხმლების“ ავტორი მაშინ ბევრი ცნობილი კრიტიკოსის დალიტერატორის კრიტიკის ობიექტიც გახდა…. 1987 წელს საქართველოში სტიქიური მოვლენების დროს, როცადასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვემო ქართლში დაასახლეს და ჯუმბერ პატიაშვილი ქვემოქართლის რაიონებში ხალხს ხვდებოდა, მას გვერდით მწერალი ლევან სანიკიძე მიჰყვებოდა, მერე კი, როცა საქმესაქმეზე მივიდა და პატიაშვილი პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ლევან სანიკიძემ ის მაშინვემიატოვა და თავი იმით ისახელა, რომ პატიაშვილის მიმართ ცილისწამების კორიანტელი დააყენა. უფრო მეტიც, ლევან სანიკიძეს ეროვნული მოღვაწის სახელი რომ მოეპოვებინა ამისთვის 1990 წელს კატეგორიულად მოითხოვასტალინის დედის გაძევება მთაწმინდის პანთეონიდან.

გუბაზ სანიკიძის პოლიტიკური გამზრდელი, ასევე მოღალატე პოლიტიკოსი აკაკი ასათიანია, რომლისთვისაცტრადიციონალისტობა მხოლოდ ნიღაბია, რადგან სინამდვილეში პირწავარდნილი ნეოლიბერალია.

მიუხედავად იმისა, რომ გუბაზ სანიკიძე „ტრადიციონალთა კავშირიდან“ შევიდა პირველი მოწვევის უზენაესსაბჭოს დეპუტატად პარლამენტში, მან ანტიკონსტიტუციური გადატრიალების დროს არ დაიცვა კანონიერიხელისუფლება და მაშინვე შევარდნაძის ტირანიის სამსახურში ჩადგა. ის კაკო ასათიანთან ერთად 1992 წელსცდილობდა უკანონოდ მოეწვია უზენაესი საბჭოს სესია, რათა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის პოსტიდანგადაეყენებინათ. ამისთვის კაკო ასათიანმა და გუბაზ სანიკიძემ დეპუტატთა ერთი ჯგუფი ფილარმონიაში შეკრიბეს, მაგრამ ხალხის ნაკადი მიაწყდა ფილარმონიის შენობას და გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, ამიტომ ასათიანმა დასანიკიძემ კვორუმის შეკრება ვეღარ მოახერხეს, ხოლო მათ მიერ შეკრებილი დეპუტატები ფილარმონიიდანჩუმჩუმად გაიპარნენ. ასე რომ, აკაკი ასათიანს და გუბაზ სანიკიძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ამ ვაჟბატონებმაჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის დავალება ვერ შეასრულეს, ვეღარც შევარდნაძეს ასიამოვნეს, რადგან ამითსაქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ვაკანტური ვერ გახადეს. ამის შემდეგ შევარდნაძე ნიშნავს ყალბარჩევნებს და უზენაესი საბჭოს დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მონაწილეობას იღებს შევარდნაძის უკანონო არჩევნებში. შევარდნაძე „ტრადიციონალისტებს“ დაპირდა 10 მანდატს, მაგრამ გადააგდო და 235 დეპუტატიან პარლამენტშიშვიდზე მეტი მანდატი არ მისცა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტს გარეთ დარჩა. მაშინ, როდესაც უზენაესმა საბჭომ1992 წლის 13 მარტს მიიღო დადგენილება, რომ შევარდნაძის უკანონო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

გუბაზ სანიკიძე აფხაზეთის ომის დროს „გმირულად“ იმალებოდა ჩირგვებში და შორიდან უყურებდა ქვეყნისუბედურებას.

1995 წლის დასაწყისში „ტრადიციონალისტები“ და ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ დაძმობილდნენ და ერთმანეთთან გარიგდნენ, შექმნეს საარჩევნო ბლოკი, მათ შეუერთდა ვახტანგ რჩეულიშვილის„სოციალისტური პარტია“ და სრული აჯაფსანდალი გახადეს.

ამის გამო აკაკი ასათიანმა იხუმრა უზრდელურად, ჩვენი გაერთიანება რა სალაპარაკოა, შემოდგომაზე ირინასარიშვილი და მედიკო მეზვრიშვილი მტკიცე ოჯახს შექმნიანო. ე.ი. „მოქალაქეთა კავშირი“ და მრისხანე„ეროვნულ დემოკრატები“, როგორც „ტრადიციონალისტები» და „აღორძინება“ ისე „დაქორწინდება“ დაგარიგდება მოქალაქეთა კავშირი და ედპე. ამ ხუმრობის გამო ედეპეშნიკები ერთ დღეს აკაკი ასათიანს მრგვალბაღთან დახვდნენ, ასათიანი მანქანაში ჩაიკეტა და გარეთ გუბაზი გამოუშვა, სიტუაცია რომ განემუხტა, მაგრამსანამ პოლიცია მოვიდოდა გუბაზი ედეპეშნიკებმა მაგრად ცემეს. კაკოს კი მთელი ვაკის გასაგონად გამზრდელიდედა აგინეს.

თუმცა გუბაზ სანიკიძეს დაუფასდა ცემა და დეპუტატი გახდა აღორძინებიდან. რადგან ასლან აბაშიძეს სურდაუსასრულოდ გაეგრძელებინა აჭარაში მთავარი მმართველობა, „ტრადიციონალისტებს“ აკაკი ასათიანს და გუბაზსანიკიძეს მცხეთაში მიაღებინა მანიფესტი, რომელიც სხვა არაფერი იყო, გარდა საქართველოს ფეოდალურერთეულებად დაშლის მანიფესტი, რომელიც ფედერალიზაციაში იყო შენიღბული. აი, ასეთი ეროვნულები დასამშობლოს ერთგული შვილები არიან გუბაზ სანიკიძე და მისი გამზრდელი აკაკი ასათიანი. ბოლოს ხალხნო, ამვაჟბატონებმა ასლან აბაშიძეც გადააგდეს. 1999 წელს ასლან აბაშიძეს შესთავაზეს, მოდით, მაჟორიტარულ ოლქებშიტრადიციონალისტთა კავშირიდან დავაყენოთ კანდიდატურებიო, შემდეგი მოწვევის პარლამენტი კი ჩვენდაგვითმობს მაჟორიტარულ ოლქებსო, „ამღორძინებლებმა“ ეს კარგად ჭამეს და 2003 წელი რომ დადგა, უკვედაძრული იყო „ვარდების რევოლუციის“ ავტობუსი და ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი და გუბაზ სანიკიძემაგის ჩიტები იყვნენ, რომ გაქანებულ ავტობუსს ბორბლებში შევარდნოდნენ 4 წლის წინ გაცემულიდაპირებისთვის?! „ვარდების კონტრრევოლუციის“ შემდეგ კაკო ასათიანი ისტორიას ჩაბარდა, თუმცა სააკაშვილისნეოფაშისტური რეჟიმის დროს გუბაზ სანიკიძეს თავისი გამზრდელი აკაკი ასათიანი დიდხანს არ უტირია. მაშინვეახალი პოლიტიკანები მონახა და თავის მეგობრად ირინა სარიშვილისგან განთავისუფლებულ ედპეს დაუძმაკაცდა, ერთ დროს რომ კარგად მიბეგვეს იმათ! ამათთან ხომ ყველაფერი მოსულა. ასეთი კაცია გუბაზი, ის სააკაშვილისრეჟიმის დროს ეროვნულობის ნიღბით გამოვიდა ასპარეზზე და 2006 წელს პოლიტიკური გაერთიანება «ეროვნულიფორუმის» დამფუძნებელი გახდა კახა შარტავასთან ერთად, მერე კი შარტავა გაეცალა. „ეროვნულ ფორუმს“ ეროვნულ საქმეებში არასდროს მონაწილეობა არ მიუღია, ერთი პერიოდი სურვილი გაუჩნდა ბადრიპატარკაციშვილს დაახლოვებოდა, მაგრამ ყნოსვა კარგად აქვს განვითარებული და ბადრისთან სიახლოვეშისაფრთხე დაინახა და მასთან ახლოს აღარ მისულა, 2007 წლის მოვლენებს კი იოლად აუარა გვერდი, მაგრამ იმპერიოდში ნინო ბურჯანაძე გაოპოზიციონერდა და ბურჯანაძემ შეძლო რკინის ჯაჭვით ეს პოლიტიკანი დიდხანსთავისი „დემოკრატიული მოძრაობისთვის“ ჯერ ირიბად და მერე ღიად მიება და 10 წლიანი ჯაჭვის ლოკვის შემდეგსულ ახლახან გუბაზი გაექცა ნინოს, მაგრამ მანამდე 2011 წელს როდესაც ბურჯანაძის წამოწყებული ავანტურაფსევდომიტინგი მიხეილ სააკაშვილმა სისხლში ჩაახშო და დახოცილთა გვამები მაღაზიების სახურავზე შემოაწყო, როდესაც 26 მაისამდე 5 წუთით ადრე გაიძურწნენ ირაკლი ბათიაშვილი და ეკა ბესელია, იქ მაშინ გუბაზ სანიკიძისჭაჭანებაც არ იყო და აკაკი წერეთლის ღამურასავით მაშინ გამოვიდა, როცა ყველაფერი საშინელი ტრაგედიითდასრულდა. მას სხვა როლი ჰქონდა დაკისრებული ბურჯანაძისგან, როდესაც გამთენიისას სააკაშვილისზონდერებმა ბურჯანაძის ქმარი ბადრი ბიწაძე მანქანაში ჩაისვეს ქვემო ქართლში გასასეირნებლად, ისიც უნდავთქვათ რიგითი მომიტინგეებისგან განსხვავებით ბადრი ბიწაძე არავის უცემია, არც თვალი დაუთხრია და არცმოუკლავს, ის ბოლნისის ტყეში დატოვეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიშას ზონდერებმა, ხოლო საცოდავი დაგაბრიყვებული მომიტინგეებისთვის ცრემლსადენი გაზი არ დაუკლიათ. შემდეგ ნინოს აცნობეს შენი ქმარი ტყეშიადა ხიფათს არ გადაეყაროსო, მან კიდევ გუბაზს დაურეკა, გუბაზიც მივიდა და ცოლს მალევე დაუბრუნა ქმარი, მერეგვახსოვს ყველას ბადრი ბიწაძე ვითომ საქართველოს საზღვრების დამცველი ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქმოსკოვში რომ აღმოჩნდა… დღეს კი ბურჯანაძე ზღაპრებს გვიყვება ჩემი ქმარი და უფროსი შვილი შაშხანით ხელში2008 წლის აგვისტოს ომში რუს აგრესორების ტანკებს ტანკებზე აფეთქებდნენ და მათი გასროლილი ტყვიით ციდანბომბდამშენები „ცვიოდა“ და ზღვაში კეისარი იძირებოდა.

აი, ასეთი პოლიტიკოსები გვყავს.

დავუბრუნდეთ ისევ გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურ „მოღვაწეობას“. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დასრულებისშემდეგ „მეოცნებეთა“ პირველ ტალღაში გუბაზ სანიკიძემ კარგად მოითბო ხელი და ფინანსური ოლიგარქისმარიფათით დეპუტატი გახდა, როგორ დაუფასა ვხედავთ, ყველას კარგად გვახსოვს ქუთაისის პარლამენტშიმძინარე გუბაზ სანიკიძე, მაგრამ ვერავინ გაიხსენებს სანიკიძის რაიმე საკანონმდებლო ინიციატივას, აღარაფერსვამბობ, ქუთაისელები კარს რომ უჭედავდნენ.  სანიკიძემ ისე დაასრულა სადეპუტატო საქმიანობა, მხოლოდ თავისიანგარებები დაიკმაყოფილა და შესაბამის დროს ბიძინა ივანიშვილს განუდგა, როგორც ცხონებული მამამისი ლევანსანიკიძე განუდგა ჯუმბერ პატიაშვილს. ახლა გიჟი სააკაშვილი სიხარულით აღნიშნავს გუბაზ სანიკიძეც კი ჩვენთანმოვიდაო. რეჟიმების ცვლასთან ერთად ვინც შემოაგდო ეს სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკანები ქართულპოლიტიკაში, იმან კარგად იცოდა, რას აკეთებდა და ქვეყანას ამით რაც დაატყდა თავს.

ამიტომ როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიხსნა უშიშროების არქივები და მოხდა ლუსტრაცია იმადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ უშიშროების სამსახურებთან და ყველა მათგანს აეკრძალაპოლიტიკური საქმიანობა და სახელმწიფო სამსახურებში მუშაობა, ისე უნდა აეკრძალოს ასეთ პოლიტიკოსებსპოლიტიკური საქმიანობა საქართველოშიც!

მანამდე სანამ პოლიტიკური სივრციდან არ გაქრებიან ასეთი პოლიტიკანები ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.

ბატონო გუბაზ, ვინიცობაა რაიმე პრეტენზია გაგიჩნდა, რომ სწორად ვერ ავსახე თქვენი „პოლიტიკური მოღვაწეობა“, დამიკავშირდით და თქვენს არგუმენტებს მოვისმენ.

„ალია“ #18, ნანა სულავა

599070189

ტოპ სიახლეები„წმინდა ნინოს გზაზე, ცისარტყელის ფერებში დროშა უნდა ეტარებინა პრეზიდენტს და მერე მოგეწონებოდათ, ხომ?““ტყუილის დროს მუდმივად მარცხნივ იხედება გახარია”“პოლიციელები, ჯარისკაცები გვწერენ, რომ ისინი გაიხდიან ფორმას…”რა ფარული გარიგება შედგა სუბელიანსა და გახარიას შორის?!„ძალიან საგანგაშო და უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე!“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.