გუბერნატორი: “ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება” – შეთანხმება ვერ შედგა და მოვაჭრეები აქციებით იმუქრებიან

ზუგდიდში, გარემოვაჭრეებთანი შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.

შეხვედრა გარემოვაჭრეებსა და გუბერნატორს შორის დღეს შედგა. მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც ესწრებოდნენ. გარემოვაჭრეები შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.