გუდიაშვილის მოედანზე სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე ახოსპირელის N4-ის სარდაფში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სხვადასხვა ზომის ქვევრი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მე-17 – მე-18 საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა თქვა, რომ ამის გამო სამუშაო პროექტი შეიცვლება.

„აღმოჩენების გამო, ჩვენ მოგვიწევს პროექტების შეცვლა, რადგან არქეოლოგიური ნაშთების დაფარვა არ შეიძლება. მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, – თქვა ბაიდარაშვილმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.