“დადგება დრო, შენი სააქაო გასამართლების”

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ბიძინა
მინდა ერთი პატარა ისტორია მოგითხრო. ვიცი შენ ამის წამკითხი არ ხარ… ეკას წააკითხე და მოგიყვება…
სპარსეთის შაჰმა აღა მაჰმად ხანმა 1795 წელს თბილისის მისადგომებთან გამართული რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ ერეკლე მეორის ჯარი დაამარცხა და თბილისში შემოიჭრა. 
14 სექტემბერს ნავთლუღთან დაბანაკებულმა ხანმა მრავალათასიანი შენაერთი დაადევნა ერეკლეს და ამ შენაერთს სათავეში ნახიჩევანის ხანი, ქალბალი ჩაუყენა. 
ისინი უმოწყალოდ აწიკობედნენ და ანადგურებდენენ ქართლის სოფლებს. მარადიორობით მადა აღძრული სპარსელები მალე სვეტიცხოველს მოადგნენ და მზად იყვნენ ყველაფერი ნაცარტუტად ექციათ. ამ დროს ქალბალმა შეაჩერა ისინი და უთხრა: არა ჯერ არს, სადა იგი არს თაყვანის საცემელი ღმრთისა, შეურაცხ-ყოფად და არცა სამარხი მეფეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ლამისყანასთან და არაგვის ხეობაში ერეკლე მეფის ჯარებმა ორჯერ დაამარცხეს და მუსრი გაავლეს სპარსთა გაფანტულ შენაერთებს, რამაც ბუნებრივია ქალბალი ცოფიან ძაღლად აქცია, მან ბოლომდე დაიცვა ქართველთა სიწმინდე და სვეტიცხოველი ხელუხლებელი დატოვა.
ახლა კი “ჩაგიანალიზებ” რის თქმაც მსურს:
ზოგჯერ მტერსაც კი გააჩნია ღირსება, პატივი სცეს სხვის სიწმინდეებს და მემკვიდრეობას; მოკრძალებით შეხედოს ღვთიურ შემოქმედებას; ზოგჯერ მტერიც კი ტირის თავისი ხელით მოკლული ვაჟკაცის ცხედართან და მასში გაღვიძებული სინდისი, როგორც პატარა ღმერთი, სიცოცხლის ბოლომდე სილას აწნავს სახეში…
და შენ, “მოყვრად” მოსულს, ნუთუ ერთხელ მაინც არ შემოგკრა სინდისმა სილა – აფეთქებული საყდრისისთვის.?
პირადად ჩემთვის, მტერი ქალბალიც კი გაცილებით უფრო დიდი კაცია, გაცილებით უფრო მეტი ღირებულებების მქონე, ვიდრემ შენ, შენი 7 მილიარდით!
განა რა უნდა აუშენო ჩემს ქვეყანას იმაზე გრანდიოზული, რაც უკვე დღემდე დაანგრიე?!
დადგება დრო, შენი სააქაო გასამართლების. საიქიოდ კი მოსამართლედ, ერთი ბარბარე რაფალიანცის სულიც გეყოფა!!!”- წერს სულაშვილი.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.