დავით უსუფაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია (ვიდეო)

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის წინასაარჩევნო პრეზენტაცია ტვ. პირველის ეთერში, სადაც მან ისაუბრა განვლილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებას გააცნობა თავისი საპრეზიდენტო პროგრამა.

„ – ივანიშვილები, სააკაშვილები და ინდივიდები ვერ ააშენებენ ქვეყანას.
მესიები, შენიღბულები, თუ ღიად გამოცხადებულები, ქვეყანას მხოლოდ დაანგრევენ.

– ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში, მე ხუთი წელი ვცდილობდი, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაგვეყენებინა. მე ხუთი წელი ვცდილობდი, რომ ჩვენი რესურსი გაგვეერთიანებინა. ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებელი იყო ქვეყნის გამოყვანა იმ საშინელებიდან, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა და სწორ გზაზე დაყენება.

სამწუხაროდ, 2016 წლის დასაწყისში სრულიად ნათელი გახდა, რომ ეს იყო შეუძლებელი.

ბიძინა ივანიშვილმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ლიდერებმა, ვერ შეძლო საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმის ვირუსის აცილება და სახელისუფლებო სადავეების ხელში აღების შემდეგ. მან ნომერ პირველ ამოცანად დაისახა ხელისუფლების გამოყენება ხელისუფლების შესანარჩუნებლად;

ასევე ვერ შეძლო იქიდან გამოსვლა, რომ ჭეშმარიტების პყრობა არ ნიშნავს უმაღლეს საფეხურზე ყოფნას. რომ ამ ქვეყანაში არიან სხვა ადამიანებიც, რომლებსაც უნდა მოუსმინო. მან დაიწყო მოღვაწეობა ქვეყნის გაერთიანების ლოზუნგით და არანაკლებ დაყო ქვეყანა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა;

ვერ დაიჯერა, რომ ქვეყნის მართვა კანონებით შეიძლება და წარმოიდგინა, რომ კანონი ესაა დაბრკოლება, რომელსაც გვერდი უნდა აუარო, როდესაც კარგი საქმეა საკეთებელი. სამწუხაროდ ეს არის მრავალჯერ ნანახი მოვლენა ამ ქვეყანაში.

ეს კი, არის პოსტსაბჭოური გადმონაშთი და საბჭოური მენტალიტეტის გაგრძელება, მაგრამ 30 წელი გავიდა და ამ ქვეყანაში გაიზარდნენ უკვე ადამიანები, რომლებიც აი ამ 30 წლის განმავლობაში შედგნენ და ეს ხალხი უკვე თავისუფალია!

და სწორედ მათთან ერთად უნდა დავასრულოთ ეს მოვლენა ამ საპრეზიდენტო და მომავალი საპარლამეტო არჩევნებით.

– 2020 ში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაში და ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დასრულებაში. ეს არის ჩვენი გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად ჩვენ ვიზრდებით და ვფართოვდებით.“

პრეზიდენტობის კადიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ტვ. პირველის ეთერში, იხილეთ ვიდეო:

„ მე ვპირდები ამ ქვეყანას რომ ამ ქვეყნიდან სახელმწიფოს გავაკეთებთ ერთად!

სიტყვას უნდა ქონდეს ფასი და წონა და მერე მას ყველა მოუსმენს.
გპირდებით, მე ვილაპარაკებ თქვენი სახელით!

პრეზიდენტობის შემთხვევაში, თვეში ერთხელ მივმართავ ხალხს, ოღონდ ხალხს მივმართავ ხალხის სახელით და ხალხს გავაგონებ ხალხის ხმას.

– პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, უმაღლესი მთავარსალდალი ქვეყნის რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და რაც არ არის ოკუპირებული, სამიზნეშია ამოღებული – ეს არ არის ჩვეულებრივი მთავარსარდალი.

ამ ქვეყნის მთავარსარდალმა თავისი ცხოვრების წესით, თავისი სახელმწიფოსადმი სამსახურით და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით, საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა აქციოს საქართველოს ჯარისკაცად. რადგან ქვეყნის ჯარისკაცი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იარაღით ხელში დგას ქვეყნის სადარაჯოზე.

სწორედ ამიტომ ვაცხადებ, უმაღლეს მთავარსარდალს ძალიან სერიოზული ფუნქციები აქვს. ამას სჭირდება ხედვა, ენთუზიაზმი, ძალა, სიტყვის ძალა, ავტორიტეტის ძალა!

აი ამაზე იქნება დაფუძნებული ჩემი პრეზიდენტობა და ეს იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული!“

პრეზიდენტობის კადიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ტვ. პირველის ეთერში, იხილეთ ვიდეო:

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.