დავით უსუფაშვილი: ეს 9 წლიანი რეჟიმი გამიცოცხლა და მომიყვანა აქ “ოცნებამ”!

“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება “9 წლიან მმართველობას” წინასაარჩევნოდ იყენებს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა, რომ ამან აღარ გაჭრა მოსახლეობაზე.

“ხალხმა უკეთ იცის იმ ცხრა წლიანი მმართველობის დეტალები, ვიდრე ივანიშვილმა, კალაძემ, ზურაბიშვილმა, რომლებიც იმ ცხრა წლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ, მხარდამჭერები იყვნენ ბევრი წლის განმავლობაში.

9 წლიან რეჟიმს განაჩენი გამოუტანა საზოგადოებამ და ეს 9 წლიანი რეჟიმი გამიცოცხლა და მომიყვანა აქ “ოცნებამ”. ფარცხალაძეს გადააყოლა მთელი მორალური უპირატესობა, ამ ერთ ადამიანს შეწირა მთელი ნდობის რეიტინგი. დაშანტაჟებით, რომ 9 წლიანი მოდის და ხმა მოეცი, ეს არ არის გზა, ხომ ნახეთ პირველ ტურში, პირველ ტურამდე სხვა სტრატეგია ჰქონდათ?”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.