დავით ჭიჭინაძე: ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არაფერს აკეთებს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.

“ჩვენ ვისაუბრეთ” იუნისეფის” კვლევებზე, რატომღაც ეს სასაცილო გონიათ, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამარათლობის განცდის, და მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი. როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ, ვერცერთი მიმართულებით თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსამართლობას. ამასთან, ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი გუნდისთვის არის დაუძლეველი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება.

გუშინ მხოლოდ ვისმენდი და პოზიცია არ დამიფიქსირებია, დღეს ვაფიქსირებ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები და ეს არ ხდებოდეს სარდაფებში. ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს ჭარბვალიანობის შესამცირებლად“–განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ipress

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.