დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ქ.თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას დაკავებული ხარშილაძის დედა, ელისო კილაძე ავრცელებს. გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ დავით ხარშილაძს დაკითხვა გლდანის ციხეში ადვოკატის თანდასწრებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჩემი შვილის დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ქ.თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ხუთი საათის განმავლობაში გლდანის ციხეში ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა.
დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას !
ვნახოთ რას იზამენ …”-წერს ელისო კილაძე.

წყარო: pirveliradio

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.