დავინტერესდები, როდესაც აღმოჩნდება ჩვენს იურისდიქციაში და დააპატიმრებენ – ლევან გოგიჩაიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტს, პიარ აქციას და სპექტაკლს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდება, რაც ექსპრეზიდენტს დააპატიმრებენ და ის საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იქნება.

გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი სასამართლო პროცესი და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება ელოდება.

„ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, კიდევ ერთი პიარ აქცია. საერთოდ არ მაინტერესებს ეს როგორ დამთავრდება, დავინტერესდები მაშინ, როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენი იურისდიქციის ქვეშ და მას დააპატიმრებენ. ეს არის საინტერესო ბევრად იმიტომ, რომ მას წინ აქვს ბევრი სასამართლო პროცესი, სადაც მან იმ დანაშაულებებზე უნდა აგოს პასუხი, რასაც ის 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.