“დამიზნებით მესროლა გულში”- დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)

დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მომხდარზე გუგეშაშვილი ტელეკომპანია “იმედთან” საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელის მისვლიდან რამდენიმე წუთში ელექტროენერგია გაითიშა, ის სანთლის მოსატანად საძინებელში გავიდა, დაბრუნებულს კი მამაკაცმა მას დამიზნებით ესროლა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის პირველი მსხვერპლი თავად იყო, რადგან მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ეძინა.

დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მას და მის შვილს თავს დაესხა, მასთან დახმარების სათხოვნელად იყო მისული. მას სურდა უკრაინაში მყოფი გუგეშაშვილის მეგობრები ქარვის აეროპორტში უსაფრთხოდ მიტანაში დახმარებოდნენ, რათა მას ძვირფასი ქვა თურქეთში გაეტანა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 თებერვალს ესროლეს.

შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმედ დაიჭრა

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.