„დამიკავშირდნენ „ოცნებიდან“ და მითხრეს, დედას დაგისაფლავებთ, თუ „რუსთავი 2“-თან აქციაზე მიხვალო“

„ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“-ის წინ აქციაზე მისვლას საჯარო მოხელეებს ავალდებულებდა, მოქალაქეებს კი, თუ ისინი აქციაზე მივიდოდნენ, პირდებოდა, რომ ფინანსურად დაეხმარებოდა.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ორი დღის წინ, მას „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სრულად დაუფინანსებდნენ გარდაცვლილი დედის დაკრძალვის ხარჯებს, სამაგიეროდ კი „რუსთავი 2“-ის შენობასთან უნდა მოსულიყო და ტელევიზიის დახურვა მოეთხოვა.

„დამიკავშირდნენ „ქართული ოცნებიდან,“ დედა მყავს გარდაცვლილი, რომ გავასვენო რაიონში, თანხა არ მაქვს, ავადმყოფი რომ ვარ, მითხრეს, ყველანაირად დაგეხმარებით, ოღონდ მეგობრები გეყოლება და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთ 10 ადამიანს თუ გაიყვანო, რაზეც არ დავთანხმდი,“ – ამბობს მოქალაქე.

“ნიუპოსტი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.