“დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი უკვე უკიდურესად სახიფათოა, როგორც ქვეყნისთვის ასევე განსხვავებული აზრის მქონე თითოეული მოქალაქისთვის!”

სამოქალაქო აქტივისტი ალუდა შამანაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს!

დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი უკვე უკიდურესად სახიფათოა, როგორც ქვეყნისთვის ასევე განსხვავებული აზრის მქონე თითოეული მოქალაქისთვის!
ივანიშვილმა უკვე ღიად დაართყა ანაკლიის პროექტს რუსეთის მოთხოვნით, რაც საქართველოს ეკონომიკას ერთი-ორად გააძლიერებდა და ინვესტიციების მოზიდვას გაამარტივებდა და შეშინებულმა და დამფრთხალმა, ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკურ ასპაზეზზე შემოსვლა აღკვეთა. აშკარაა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთოს, მოსპოს ქვეყანაში თავისუფალი მედია, თავისუფალი სიტყვა, დაანგრიოს ჯერ კიდევ სუსტი მაგრამ ქვეყნის დემოკრატია, ადვილად სამართავად გააღატაკოს მოსახლეობა, თავის ფრთის ქვეშ ამოიფაროს კორუმპირებული, კრიმინალი და მლიქვნელი ჩინოვნიკები, მათ შორის საქართველო რუსეთს ჩააბაროს და მის ვასალად აქციოს!
ივანიშვილის ეს სახიფათო თამაში შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს. პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს პროპორციული არჩევნების შესახებ კანონი და შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რაც შედარებით განმუხტავს ქვეყანაში ამ უმძიმეს სიტუაციას!

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.