დამწვარი თვითმფრინავიდან SSJ-100 გამოტანილია 41 დაღუპულის ცხედარი (ვიდეო)

მოსკოვის აეროპორტ „შერემეტევოში“ დამწვარი თვითმფრინავიდან გამოტანილია 41 დაღუპულის ცხედარი, განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ევგენი დიტრიხმა.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავმა Sukhoi Superjet 100, რომელიც 2019 წლის 5 მაისის საღამოს ახორციელებდა რეისს მოსკოვი-მურმანსკი, აფრენიდან 28 წუთში, საგანგაშოდ დაბრუნდა აეროპორტ „შერემეტევოში“ და განახორცილა უხეში დაშვება. მან მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ მოახერხა დაშვება მას შემდეგ რაც მას მეხი დაეცა და ძრავებს გაუჩნდა ცეცხლი.
რუსეთის საგამომძიებო სამსახურის ბოლო მონაცემებით, კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 41 ადამიანი. მოსკოვის რეგიონთაშორის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის, ელენა მარკოვსკაიას ცნობით 78 ადამიანიდან ავიაკატასტროფას გადაურჩა მხოლოდ 37, რომელთა შორის არიან: ხუთი ეკიპაჟიდან ოთხი და 33 მგზავრი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.