დასაქმებული თბილისელების რამდენი პროცენტი იწყებს მუშაობას ნაცნობობით – ნეპოტიზმი

დასაქმებული თბილისელების 55%-მა სამსახური ნაცნობის დახმარებით დაიწყო

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება სამსახურის მოძიება დასაქმებულ თბილისელებს შორის.

კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის ან ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ – დასაქმებულთა 55%-მა სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. მეორე ყველაზე პოპულარული გზა კი ინტერნეტში ვაკანსიის მოძიებაა (12%).

საინტერესოა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა საკმაოდ დადებითად აფასებს საკუთარ კვალიფიკაციას, ვინაიდან 60%-ის თანახმად, ისინი შეძლებდნენ უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლებასა და მისი მოვალეობის წარმატებით შესრულებას.

და ბოლოს, ეისითიმ გაარკვია, თუ რამდენად იყენებენ დასაქმებული თბილისის მცხოვრებლები ინტერნეტს სამუშაო პროცესში. როგორც აღმოჩნდა, 10 დასაქმებულიდან საშუალოდ მხოლოდ ოთხი იყენებს ინტერნეტს (37%). საგულისხმოა, რომ სამსახურში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-34 ასაკობრივ კატეგორიაში (65% იყენებს), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 65 წლის და უფროსი ასაკის დასაქმებულებში ფიქსირდება (12%).

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.