დაფიქსირებულია ასტეროიდი, რომელიც ფერს იცვლის – პირველად ისტორიაში

ასტეროიდმა სახელად 6478 გოლტი, პირველად ყურადღება თავის უიშვიათესი, მტვრის ორმაგი კუდით მიიქცია. ამჯერად, მან ასტრონომებს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა — ფერი იცვალა.

ნასას ხელმძღვანელი - დროა, ასტეროიდები სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ

მსგავსი: ნასას ხელმძღვანელი – დროა, ასტეროიდები სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ

რეალურ დროში დაკვირვებებისას, ასტრონომებს ასტეროიდებში ფერის ცვლილება აქამდე არასოდეს დაუფიქსირებიათ. 6478 გოლტის შემთხვევაში, მოწითალო შეფერილობა ახლო ინფრაწითელ სპექტრში კაშკაშა ცისფერმა შეცვალა; გამოსახულება ჰავაიზე მდებარე ნასას ტელესკოპმა IRTF-მა დააფიქსირა.

მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კოსმოსში დაუსრულებელი მოძრაობისას, ასტეროიდს გარე მტვრიანი საფარველი შემოსცილდა; ფერის ცვლილება საკმაოდ სწრაფად, ორ ღამეში მოხდა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომის, მაიკლ მარსეტის განცხადებით, ეს ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო.

„ვფიქრობთ, მომსწრე ვართ, როგორ კარგავს ასტეროიდი მოწითალო მტვერს კოსმოსში და ვხედავთ, როგორ ჩნდება ქვეშ არსებული კაშკაშა ცისფერი ფენები“, — ამბობს მარსეტი.

6478 გოლტის სიგანე დაახლოებით 3,7 კილომეტრია. მდებარეობს მზიდან 345,6 კილომეტრის მანძილზე, ასტეროიდთა სარტყლის შიდა ნაწილში.

ასტეროიდის ზედაპირზე არსებული მტვერი წითლად მზისგან უნდა დამწვარიყო, მილიონობით წლის განმავლობაში, მაგრამ გარე საფარის სისქე შესაძლოა, მხოლოდ ქვიშის რამდენიმე მარცვლის სისქის იყოს. მისი მოცილების შემდეგ კი სავარაუდოდ ჩნდება ის კლდოვანი სილიკატები, რომლებსაც რადიაცია მეტნაკლებად არ შეხებია.

სახიფათო ასტეროიდების დამსხვრევა იმაზე რთულია, ვიდრე გვეგონა - ახალი კვლევა

მსგავსი: სახიფათო ასტეროიდების დამსხვრევა იმაზე რთულია, ვიდრე გვეგონა – ახალი კვლევა

კუდები ტრადიციულად კომეტებისთვის არის დამახასიათებელი. წარმოიქმნება მზის სინათლის მიერ მათში არსებული ყინულის აორთქლების შედეგად. ასე არ არის ასტეროიდების შემთხვევაში; ეს კლდოვანი ან ლითონური სხეულები მზესთან შედარებით ახლოს არის წარმოქმნილი, უფრო თბილ გარემოში და შესაბამისად, მათში ყინული თითქმის აღარ არის დარჩენილი.

6478 გოლტის შემთხვევაში, ორი კუდის წარმოსაქმნელად რაღაც სხვა უნდა მომხდარიყო. მკვლევართა ჯგუფმა, რომელმაც მისი ფერის ცვლილება დააფიქსირა, ასევე შენიშნა, რომ ეს ასტეროიდი უფრო კლდოვანი შემადგენლობისაა, ვიდრე ყინულოვანი.

მაიკლ მარსეტის განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ, როგორ გამოყოფს კლდოვანი სხეული მტვერს, დაახლოებით კომეტის მსგავსად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს კომეტებისგან განსხვავებული გარკვეული მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელია მტვრის გამოყოფაზე. გარდა ამისა, ეს მექანიზმი განსხვავებულია ასტეროიდთა სარტყლის ობიექტთა უმეტესობისგან.

აღმოჩენილია უცნაური ასტეროიდი, რომელიც მზესთან ვენერაზე უფრო ახლოს მოძრაობს

მსგავსი: აღმოჩენილია უცნაური ასტეროიდი, რომელიც მზესთან ვენერაზე უფრო ახლოს მოძრაობს

სწორედ ამ ფენომენით მიიქცია 6478 გოლტმა ასტრონომთა ყურადღება. მათი აზრით, კუდების უჩვეულო წარმონაქმნები და ფერის ცვლილება გამოწვეულია სწრაფი ბრუნვით (ერთი ბრუნვა ყოველ ორ საათში) და მის მიერ წარმოქმნილი ცენტრიფუგული ძალით.

ასეთი ბრუნვა კი გამოწვეულია YORP-ის ეფექტით, ანუ ასტეროიდის მიერ მზის შუქის არათანაბრად შთანთქმის შედეგად, რაც მის ბრუნვას მილიონობით წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საბოლოოდ, სწრაფი ბრუნვა სავარაუდოდ გამოიწვევს 6478 გოლტის თანდათანობით დაშლას.

იქამდე კი, ვიდრე ეს მოხდება, ასტრონომებს სურთ დაადასტურონ მოსაზრება YORP-ის ეფექტის შესახებ, რისთვისაც საჭიროა დროთა განმავლობაში ასტეროიდის სიკაშკაშეზე დაკვირვება. ორი კუდის გამო ეს პროცესი არც ისე მარტივი იქნება.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.mit.edu-ს მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.