დედამიწის ყველაზე გამძლე მცენარეები ცნობილია

ზოგიერთი მცენარე იმდენად გამძლე და ძლიერია, რომ ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი და ჟანგბადის მინიმალურ რაოდენობაშიც შეძლებს გადარჩენას. ამ გამძლეობის ხარისხმა მიიქცია მეცნიერების ყურადღება, რომლებიც ექსტრემალურ გარემოში ხილის და ბოსტნეული გაზრდაზე მუშაობს. 

უძველესი მცენარეები მარსზეც გადარჩებოდნენ

გერმანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იპოვეს მცენარის ტიპი, რომლებიც იმდენად გამძლეები არიან, რომ გაზრდას მარსზეც შეძლებდნენ. ხავსი და ციანობაქტერია – დედამიწაზე გაჩენილ ერთ-ერთ პირველ მცენარეებად მიიჩნევა.

დიდხნიანი სიცოცხლის საწინდარი კლონირებაა

მსოფლიოში უძველეს ხედ კალიფორნიაში არსებული ეკლიანი ფიჭვია მიჩნეული. 2012 წელს მისი ასაკი 5062 წლად შეაფასეს. იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოს, ხეები კლონირების „ტრიუკს“ იყენებენ. ისინი ე.წ. კლონირებულ კოლონიებში ცხოვრობენ – ეს გენეტიკურად იდენტური ხეებია, რომლებიც ერთი ფესვის სისტემასთან არიან დაკავშირებულნი.

„ცოცხალი ქვები“

ლიტოფსებს ხანდახან „ცოცხალ ქვებს“ უწოდებენ. ეს უჩვეულო ორგანიზმი სამხრეთ აფრიკულია. ვიზუალურად ქვას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ცოცხალი მცენარეა. ლიტოფსებს შეუძლიათ გადარჩნენ კლდეებს, ქარში და უდაბნოში. მიუხედავად იმისა, რომ „ცოცხალი ქვები“ ძირითადად მიწის ქვეშ ცხოვრობენ, ბევრი მათგანი მიწის ზედაპირზე ამოდის.

კაკაო ყავის ნაცვლად

ჰაერში ტემპერატურის მომატებამ შეიძლება ყავის მარცვლები გაანადგუროს, თუმცა მისი ჩანაცვლება უფრო გამძლე კულტურას, კაკაოს აქვს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყავის მარცვლებიდან  კაკაოს ხეებზე უნდა გადავიდნენ ქვეყნები, რადგან ის უფრო ადაპტირებადია კლიმატის მიმართ.

ზოგიერთი ხე ცეცხლში არ იწვის

ევკალიპტის ხე არამხოლოდ გამძლე, არამედ საშიშიცაა. ის ე.წ. პიროფიტს მიეკუთვნება (ძველბერძნულიდან „ცეცხლოვანი ხე“). მას არ ეშინია ცეცხლის და ხანდახან მათ ცეცხლი გამრავლებისთვის სჭირდებათ.

ხშირად ეს ხეები თვითონ არიან ხანძრის პროვოკატორები, რადგან აალებად ზეთებს და ფისებს შეიცავს. ტყეში ხანძრის დროს, ეკვალიპტი ხშირ შემთხვევაში გადარჩება და ძველ დამწვარ ხეებს ახალი ევკალიპტები ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.