დევიდ კრამერი – ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება

ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

მან “ღამის დებატები – ფრენსის ფუკუიამასთან” დაწყებამდე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე. “საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, როგორც დემოკრატიის კუნძულს ამ რეგიონში. აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები საქართველოს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ და არ მაქვს მიზეზი იმის ფიქრის, რომ ეს შეიცვლება. მალე აქ იქნება აშშ-ს ახალი ელჩი და ვფიქრობ, ეს მხარს დაუჭერს ელიზაბეთ რუდის მიერ დიდ ძალისხმევას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ვნახავთ ამერიკის ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება”, – განაცხადა კრამერმა.

მანვე უპასუხა კითხვას, ხომ არ ნიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და აშშ-ს ელჩობის კანდიდატისგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, მართლმსაჯულებაზე, მედიაპლურალიზმზე ხაზგასმა საქართველოს დემოკრატიის კრიტიკას.

“ვფიქრობ, აშშ მომავალ, 2020 საპარლამენტო წლის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად თვლის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ასე ფიქრობენ, ეს საქართველოსთვის ტესტი იქნება, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის აგრძელებს დემოკრატიულ გზაზე სვლას. ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე დიდი ყურადღება გამახვილდება, ბევრი დააკვირდება არჩევნებს და იმედია, იქნება ცოცხალი დებატები არჩევნების დღეზე და ასევე, ვიხილავთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველას მიეცემა შანსი”, – განაცხადა კრამერმა.

ავტორი: ipn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.