დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან

საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. ოჯახი და დეკანოზის ახლობლები მოითხოვენ, რომ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს. ასევე მოითხოვენ ციხიდან მის გათავისუფლებას.

გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მეორე წელია ზიარებას ითხოვს.

დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოს წინ კარვის გაშლაც დაიწყეს.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.