დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაუდასტურა. ის ახლა კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება, თუმცა ადვოკატის თქმით, მას საავადმყოფოში არ უშვებენ და არც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

“აქ ვართ, წასვლას არ ვაპირებთ არცერთი ადვოკატი. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები შეუშვეს, თუმცა ჩვენ არ გვიშვებენ და გვეუბნებიან, რომ ხვალამდე დავიცადოთ, არ ვიცით რა ხდება,”-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

ფანცულაიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

Leave a Reply

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: