დეკემბერში ივანიშვილ-პუტინის შეხვედრა იგეგმება? – „ოცნების“ პოლიტიკური ჩიხის კულუარები

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი? – ამ დროისთვის ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ ხმებს თუ გავყვებით, მმართველი გუნდი რამდენიმე პიროვნების შესახებ ფიქრობს. აქამდე ამბობდნენ, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო მარათონში, დიდი ალბათობით, ლადო ჭანტურიას ჩართავდა, თუმცა „ნიუპოსტისთვის“ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ჭანტურიასთან „ოცნების“ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. მაშინ „ნიუპოსტს“ ისიც აცნობეს, რომ მმართველი პარტია სარეზერვო გეგმაზე გადავიდა და პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს დაასახელებდა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ დაშლის პირას მდგარი „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იყოს. ამასთან, ის ხმაც ვრცელდება, რომ პრეზიდენტობაზე კენჭი თავად ბიძინა ივანიშვილმა იყაროს.

რათ უნდა ივანიშვილს პრეზიდენტობა? – ყველა ხვდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის სტატუსი ჯავშანია, ანუ მას ექვსი წლის განმავლობაში სრული ხელშეუხებლობის გარანტია ექნება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთში მისი ფინანსური საქმიანობით დაინტერესდებიან, მინიმუმ, 6 წლის განმავლობაში, ივანიშვილის ოლიგარქიულ იმპერიას საფრთხე არ დაემუქრება.

 

მეორე ფაქტორი ეს არის კრემლთან ღია ურთიერთობის დამყარება, უკვე პრეზიდენტის რანგში. უფრო მეტიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაწყებულია კულუარული მოლაპარაკებები, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ივანიშვილი პუტინს შეხვდეს.
„ნიუპოსტის“ წყაროს თქმით, ივანიშვილს პრეზიდენტობა სწორედ იმით სურს, რომ პუტინთან შეხვედრა „გაიპრავოს“. ამასთან ერთად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ივანიშვილმა არაერთხელ სცადა პუტინთან შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ გამოუვიდა.

დღეს, როგორც წყარო ამბობს, დასავლეთში ივანიშვილის მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა არსებობს. ამიტომ, მას უნდა, რომ პუტინისგან სრული მხარდაჭერის გარანტია მიიღოს და სანაცვლოდ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე უარი თქვას.

ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, თუმცა საკითხავია, როგორ მოახერხებს ივანიშვილი პრეზიდენტად კენჭის ყრას მაშინ, როცა ორმაგი მოქალაქეობის მატარებელია და რამდენად იტყვის უარს ის საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც მისთვის ხელშეუხებლობის ერთგვარი გარანტიაა?

წყარო

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.