დიმიტრი დარბაისელის ქონება და ბიზნესი – ფარცხალაძის კლანმა, ყოფილ ჩინოვნიკს გაჩუმების სანაცვლოდ ბიზნეს-პრივილეგიები და ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დიმიტრი დარბაისელი, რომელიც ექს პრემიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანაში მონაწილეობდა, გადადგომის შემდეგ სტაბილურად მდიდრდება – სიღარიბით, უმუშევრობითა და უპერსპექტივობით სავსე ქვეყანაში.

როგორ ახერხებენ ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკები გამდიდრებას, ბიზნესის ხელში ჩაგდებასა და ფუფუნებაში ცხოვრებას მაშინ, როდესაც ყოველი მესამე ბავშვი სიმშილობს?

პრესა.ჯიმ მოიკვლია რომ დარბაისელმა, 2019 წლის 11 აპრილს ლისის ტბის მიმდებარედ 1123 კვ/მ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი 2011 წელს დაბადებულ ანა დარბაისელზე გააფორმა.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მალევე, დიმიტრი დარბაისელმა კვლავ ანა დარბაისელის სახელზე იყიდა 102 კვ/მ ბინა ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში – 2014 წლის 8 დეკემბერს.

მის მეუღლეს, ნათია მეფარიშვილს კი, თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ნომერ 2-ში მშენებარე არასაცხოვრებელი ფართი აჩუქეს – 2018 წლის 8 ნოემბერს.

სასჯელაღსრულების ყოფილმა თავმჯდომარე, რომელიც ამ დრომდე მალავს რამდენიმე მძიმე დანაშაულის დეტალებს, ფლობს ბიზნესსაც. 

მაგალითად, დიმიტრი დარბაისელი არის შპს ვაით ქრაუს 50 პროცენტიანი წილის მფლობელი. მეორე 50 პროცენტი კი, გიორგი ასლანიკაშვილზეა გაფორმებული.

დიმიტრი დარბაისელი იგივე პარტნიორთან ერთად არის შპს ტრიბას მესაკუთრეც. მას იქ 50 პროცენტიანი წილი აქვს.

ბიზნესები გაფორმებულია მის მეუღლეზეც. 

კერძოდ: შპს ფეი ლესის დირექტორიც და მფლობელიც დიმიტრი დარბაისელის მეუღლე, ნათია მეფარიშვილია.

მას ასევე 100 პროცენტიანი წილი აქვს შპს  შპს Payless Agency -ში.

დარბაისელის მეუღლე 50 პროცენტიან წილს ფლობს შპს ქისაშიც, მისი ბიზნეს-პარტნიორი კი, მაია ერისთავია.

მაია ერისთავთან ერთად, დარბაისელის მეუღლე კიდევ ერთი ბიზნესის – გალერია ქისას მფლობელია.

დიმიტრი დარბაისელის ქონებით ჩვენ მას შემდეგ დავინტერესდით, რაც მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ ფარცხალაძის კლანმა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ მას ერთგვარი ბიზნეს-პრივილეგიები და ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა.

დიმიტრი დარბაისელი, სოზარ სუბართან ერთად ერთერთი ის ჩინოვნიკი იყო, რომლის ორგანიზებით და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით, ვანო მერაბიშვილი საკნიდან ფარულად გაიყვანეს, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აიძულებდნენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ, ე.წ. უდოს კომისიამ ვადამდელ შეწყალებაზე მოგონილი მიზეზით უთხრა უარი ყოფილ პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც საკნიდან გაყვანის საქმეზე დღეს გამოკითხავენ. 

ხოლო იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა რომ მისი სურვილია ვანო მერაბიშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ ანუ მომავალი წლის თებერვალში ჯანმრთელი გამოვიდეს. 

ანუ მან, ფაქტობრივად, პირდაპირი დავალება გასცა რომ ყოფილი პრემიერი ვადაზე ადრე არ უნდა გაათავისუფლონ.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.