დიმიტრი ხუნდაძე: “30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა” – ივანიშვილის პირადი ექიმი დეპუტატის აფერისტობის და ტყუილის ტირაჟირების მცდელობა?

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა. მისივე თქმით, გუნდმა დაპირება გასცა ხალხის მიმართ და ხალხი თვითონ გადაწყვეტს უნდა შესრულებულიყო თუ არა ეს დაპირება.

“შესაბამისი განაჩენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შედეგობრივი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები”, — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, თავად პარტიული ველიც აბსოლუტურად არ არის მზად დღეს პროპორციული სისტემისთვის.

“თქვენ ხედავთ, რომ დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა”. – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.