დოლიძე გვრიტიშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს (ვიდეო)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრ, დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივლებს. დოლიძე გვრიტიშვილსცილისწამებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ანა დოლიძე 2008 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსული მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა, ორგანიზაციას კი საქართველოს წინააღმდეგ არაერთი სარჩელი აქვს.

აპლიკანტები ადანაშაულებენ საქართველოს და ქართველ მეომრებს, რომ დაარღვიეს სიცოცხლის უფლება, მკვლელობები, წამებები, ევროპული კონვენციის მესამე მუხლზეა საუბარი, არაადამიანურ მოპყრობაზე. არის საქმეები, სადაც დაობენ, რომ საკუთრების უფლება დაირღვა,“ – განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილის ბრალდებებს ანა დოლიძემ უპასუხა. მან განცხადებებს ჭორაობა უწოდა და წაიკითხა კანონის ის ნორმა, რომელიც მოსამართლეს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.