დონალდ ტრამპი კუნძულ გრენლანდიის შესყიდვის იდეას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუნძული გრენლანდიის შესყიდვის იდეის განხორციელებას განიხილავს, რომელიც ამჟამად დანიის ავტონომიური ტერიტორიაა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელის თანაშემწეებმა განაცხადეს. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებთან და სხვადასხვა ექსპერტებთან არაერთხელ გაიარა კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელია გრენლანდიის შესყიდვა განხორციელდეს.

მათივე თქმით, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის იურიდიულ მრჩეველსაც კი სთხოვა, რომ პროექტის შესყიდვის საკითხი სამართლებრივი გზით განიხილოს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ზოგიერთმა თანაშემწემ გეგმას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს კარგი ნაბიჯია. სხვა ექსპერტებმა ტრამპის ინიციატივა მის შემდგომ ჰობად მიიჩნიეს.

გრენლანდია მსოფლიოში უდიდესი კუნძულია, რომელიც მიმდებარე პატარა კუნძულებთან ერთად დანიის ადმინისტრაციულ ავტონომიურ ერთეულს ქმნის.

გრენლანდიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი- 56 ათასი ადამიანი ისეთ სანაპიროზე ცხოვრობს, სადაც ყინული არ არის.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.