დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს, უკრაინის სიტუაციის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. საუბარი სანქციების შესახებ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხლეჩენ უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებს.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა საფრთხეების შესახებ, რომლებშიც მოიაზრებოდნენ ის პირები, რომლებიც ხლეჩდნენ უკრაინაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოგვიანებით კი, ამერიკის ლიდერმა კიდევ დაასახელა რამდენიმე განკარგულება, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იქნა დამატებითი სანქციები უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო.

სანქციები ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა აქტივებიც აშშ-ში გაყინულია, ხოლო ამერიკის რეზიდენტებს არ აქვთ უფლება მათთან საქმიანი ურთიერთობა დაიჭირონ. სანქციების ქვეშ მოყვნენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინ მატვიენკო, მეწარმე ოლეგ დერიპასკი, “გაზპრომის” სამმართველოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, “როსკომოსის” გენერალური დირექტორი დმიტრი როგოზინი, ბიზნესმენები არკადი, ბორის და რომან როტენბერგები.

აქამდე, უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე და ანტირუსულ სანქციებზე მანამ, სანამ ყირიმი არ დაუბრუნდება უკრაინის შემადგენლობას.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.