დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის აუცილებელი იყო. ამის შესახებ მიკრობლოგ “ტვიტერზე” თეთრი სახლის პრეს-მდივანი, სარა სანდერსი წერს.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის თაობაზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები “დროის ფუჭად კარგვა” იყო.

მანამდე, ტელეარხი CNN-ი აშშ-ს ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება სურდა. წყაროს ცნობით, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ  მექსიკასთან სასაზღვრო კედლის ასაშენებლად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფა ესაჭიროებოდა.

15  თებერვალს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე სამინისტროსა და საზღვრის დაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

აშშ-ის მთავრობამ 2018 წლის 22 დეკემბერს მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი მთავრობის მუშაობის დაფინანსების შესახებ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირება იყო, რომელიც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფას ეხებოდა. დონალდ ტრამპი მშენებლობას 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვდა, დემოკრატები კი ამ რაოდენობის თანხის გამოყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.