დონალდ ტუსკი: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ

გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი, ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის. როცა ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, როცა ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიამაყეს, როცა ვამბობს საქართველოს, ვგულისხმობ მამაცობას.

თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს. იმიტომ რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით. თქვენ აშენებთ თავისუფალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო.

მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ. ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა.

საქართველოს გაუმარჯოს! ” – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ბათუმის კონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა..

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.