დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოჩანაწერები ერთის ნაცვლად, 5 დღეში განადგურდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეების მიერ ჩაწერილი მასალა ერთი დღის ნაცვლად, 5 დღეში განადგურდება.

ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. 

ზოგადად, იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერება. გადაღებული მასალა კი ცენტრალური მართვის ოთახში აქამდე არანაკლებ 24 საათისა ინახებოდა.

ახალი წესის თანახმად კი, ჩანაწერი მართვის ოთახში არანაკლებ 120 საათისა უნდა შეინახონ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება ძველის წაშლა და ახალი მასალის ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.