“დღევანდელი ვითარებით სამწუხაროდ უმეტესობა გადაწყეტილებების აცდენილია ეროვნულ ინტერესებს” – უნიკალური პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე” – ექსკლუზივი ბატონ დავით უსუფაშვილთან

25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” ფარგლებში გაიმართა მეორე იმიტირებული პროცესი. პროექტში მიწვეული იყო ბატონი დავით უსუფაშვილი, რომელსაც საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „INFO NEWS”-ის ჟურნალისტი გაესაუბრა.

ბატონო დავით ქვეყანა პირად და პარტიულ ინტერესებშია ჩაძირული, ამ ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილებები გავიტანოთ სამსჯავროზე ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, პოლიტიკა ეს ნიშნავს საჯარო საკითხების გადაწყვეტას და საჯარო საკითხები საჯარო მონაწილეობით უნდა ხდებოდეს რა შეიძლება გამჭირვალედ და მეტი ჩართულობით.

პროექტის ფარგლებში განიხილება პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორ შეესაბამებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დღევანდელ დღეზე რომ ვთქვათ, რამდენად შეესაბამება პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ყველა ეპოქაში არიან ადამიანები რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე, ამიტომ დღევანდელი ვითარებით სამწუხაროდ უმეტესობა გადაწყეტილებების, ჩემი ღრმა რწმენით აცდენილია ეროვნულ ინტერესებთან, ეს უნიკალური შემთხვევა არ არის, ეს ბევრჯერ ყოფილა ქვეყნის ისტორიაში, სამწუხარო ისაა რომ ვერ ვსწავლობთ ჩვენსავე ისტორიულ გაკვეთილებზე, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება რომელიც ჩემი აზრით, არაა სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩარჩოში ადრეც მიღებულა და თან ასეთი გადაწყვეტილება დაგმობილა, მაშინ რაღატომ ვიმეორებთ ახლა, აი ეს კითხვა დგას, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას არასწორად ვაკეთებთ იმიტომ რომ არ გვესმის ეს თემა და გვეშლება ეს ერთი თემაა, მაგრამ როდესაც გუშინ უკვე დავრწმუნდით რომ ეს არასწორია ვთქვათ მოსამართლეთა მიმართ იმ ტიპის მეურვეობა როგორსაც პოლიტიკური ხელისუფლება ახორციელებს, ეს ხომ ვიცით და ვნახეთ რომ არასწორი იყო, ახლა მეორდება ცხადია ეს სახელმწიფოებრივი კულტურის ნაკლებობაზე მეტყველებს.

 

ჟურნალისტი: ვაკო კუპრაშვილი

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.