დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია.

დღესასწაულის ფორმირება მოხდება დროსთან მიმართებაში. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. გაიმართება საბრძოლო ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა, ასევე, საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი.

დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.