“დღეს თქვენ უკვე ჩვეულებრივი ჯალათი იყავით” – ჭიაბერაშვილი გვენეტაძეს

„როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, ეს არ იყო კომიტეტზე გამოცხადება იმიტომ, რომ თქვენ პასუხებს თავი აარიდეთ. მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ „თიბისი ბანკზე“ მთელ ამ ორკესტრირებულ შეტევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლია-მეთქი, ვინაიდან ვხედავდი რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს, მაგრამ დღეს გიყურებდით ტრიბუნაზე გამოსვლისას, თქვენ უკვე მსხვერპლი აღარ იყავით, ჩვეულებრივი ჯალათი იყავით, რომელიც ფაქტებს შეგნებულად არასწორად წარმოაჩენდით.”- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით ამ საქმის დაწყება ერთადერთი საშუალება იყო იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ძველი წლების საქმეში „ხელი ეფათურებინა“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.