ევროინტეგრაციის საკანონმდებლო დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევები

საქართველოს პარლამენტი ორდღიან საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მასპინძლობს.

კონფერენცია დღეს გაიხსნა, რომელიც სესიების მიხედვით გაგრძელდა.

ტობიას შუმახერის მოდერატორობით გამართული მეორე პანელი ევროინტეგრაციისკენ მიმართული საკანონმდებლო რეფორმების გახორციელების პროცესში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთქმედების განხილვას დაეთმო.

გამომსვლელებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის არსებული კონკურენცია საკანონმდებლო რეფორმების სისწრაფესა და ხარისხს. მომხსენებლებმა ისაუბრეს პარლამენტის როლზე, ერთი მხრივ საკანონმდებლო რეფორმების გატარების გზით, უზრუნველყოს ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება და მეორე მხრივ, მკაცრი საპარლამენტო ზედამხედველობა განახორციელოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. გამომსვლელებმა იმსჯელეს კომპლექსური რეფორმების არასასურველ შედეგებზე პასუხისმგებლობისა და მიღწეული წარმატებისთვის ხელისუფლების შტოებს შორის ტვირთის გადანაწილებაზე. სესიაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაწევრიანების პროცესში მიღებულ გამოცდილებას.

ვარშავის ევროპის კოლეჯის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ტობიას შუმახერს მიაჩნია, რომ ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა კონცენტრაცია არა სიჩქარეზე და ეფექტურობაზე მოახდინონ, არამედ პროცესი საზოგადოების ფართო მხარდაჭერის ფონზე წარმართონ. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ თქვენი საზოგადოება მხარს უჭერდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოახდინოს ინტეგრირება, მოიპოვოს კონსენსუსი და მოიცვას რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. ეს გულისხმობს ოპოზიციის ხმების მოსმენასაც. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოვახდინოთ გენერირება და შენარჩუნება ამ პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ტობიას შუმახერმა.

მან ხაზი გაუსვა მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ზედამხედველობის ფუნქციების მიუხედავად, მათი დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან არ უნდა იყოს კონკურენტული და ობსტრუქციული არამედ, უნდა იყოს თანამშრომლობისკენ მიმართული, რათა შემუშავებული იქნას პოლიტიკა, რომელიც განხორციელდება და რომლითაც ამ პროცესის მდგრადი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ. „მნიშვნელოვანია მათთვის ახსნილი იყოს მთელი პროცესი, რათა არ დაკარგოთ საზოგადოების მხარდაჭერა და სურვილი საზოგადოებისა იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით“, – აღნიშნა ტობიას შუმახერმა.

ლატვიის რესპუბლიკის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლოლიტა ჩიგანემსაკუთარი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის განვლილ გზებზე და ამ მიმართულებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას. ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე ევროინტეგრაციის გზაზე იდგა. მან ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. „ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ამ ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები დაჩქარებული ტემპით და სწორად. მათ აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიც, პოლიტიკური პარტიებიც და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს გაუმართლათ, რადგან მათ აქვთ საშუალება რომ ეს დღის წესრიგი შეასრულონ და ევროკავშირს დაუახლოვდნენ“, – განაცხადა ლოლიტა ჩიგანემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მეცნიერების, განათლებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრმა პიოტრ ვოჩიმპოლონეთის განვითარების ეტაპები დეტალურად მიმოიხილა. მან ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების მხარდაჭერას და მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ საზოგადოების მხარდაჭერას. უნდა იყოს სხვადასხვა შტოებს შორის თანამშრომლობის სპეტაკი სურვილი. აუცილებელია იყოს კარგი კავშირები სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. ურთიერთობა უნდა იყოს ღია, მთელი ქვეყანა ერთიანად უნდა მიდიოდეს ევროკავშირში გაერთიანების გზაზე“, – აღნიშნა პიოტრ ვოჩიმ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირინე ფრუიძემმიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ჩვენ გვჭირდება რეფორმები იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს ცხოვრების ისეთი სტანდარტი და დემოკრატიის ისეთივე დონე, როგორიც არის ევროპის ქვეყნებში. ჩვენი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს და არა მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაცია. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის კარგი სტიმული იმისათვის, რომ ჩვენ გადავლახოთ სხვადასხვა გამოწვევები, რომელიც საზოგადოებაში, პარლამენტში და მთავრობაში არსებობს“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ. მან იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.

ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში პარლამენტის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან ხაზგასმით აღნიშნა, განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა პარლამენტის როლი. „პარლამენტი დიდ და სერიოზულ როლს თამაშობს რეფორმების განხორციელებისას. ეს არის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კანონების ჰარმონიზაციისათვის და ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფუნქცია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მონიტორინგი იმ რეფორმებზე, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, რაშიც პარლამენტთან ერთად საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული“, – აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მან ოპოზიციის როლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში, მაგრამ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ჩვენ ერთიანად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი რეზოლუცია, სადაც ხაზი გავუსვით ევროპულ ინტეგრაციის მნიშვნელობას საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზეც, რომელიც კომიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა და მასში ასახულია ყველა ის ინიციატივები, რომლებიც მომავალი წლის განმავლობაში უნდა იქნას განხორციელებული.

ევროინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ეს არის საქართველოს მოსახლეობის შეგნებული არჩევანი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ შეიმუშაოს სრული საგზაო რუქა, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, რომელიც არის ევროკავშირის სრული წევრობა და ყველას გვესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სრული განხორციელება არის ერთ-ერთი საყრდენი ამ პროცესისა“, – განაცხადა გამოსვლის დასასრულ ირინე ფრუიძემ.

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედმა კომიტეტის წევრმა მიჰრან ჰაკობიანმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე. მომხსენებელმა, აღნიშნული სამიტი სომხეთისთვის ისტორიული მოვლენად შეაფასა, რადგან მისივე თქმით, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ ხელშეკრულებას.

ამ ხელშეკრულებას გადავყავართ ახალ დონეზე რაც მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებთან“, – განაცხადა მიჰრან ჰაკობიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელიც სომხეთმა ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განახორციელოს. „მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას მზად ვართ დავიწყოთ მისი განხორციელება რაც შეიძლება მოკლე პერიოდში. ჩვენ მოველით, რომ მოგვიწევს მძიმე მუშაობა საკანონმდებლო რეფორმებთან და საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ ყურადღება გაამახვილა იმ უპირატესობებზე რომელიც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით აქვს. მომხსენებელმა ასეთად, საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ფართო მხარდაჭერა დაასახელა. „საზოგადოების მხარდაჭერა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას აძლევს ფართო მანდატს, რომ რთული რეფორმები განახორციელონ“, – განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა, თუმცა, მიაჩნია, რომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ პროცესით, რაც აქამდე იქნა მიღწეული.

ივანე ჩხიკვაძემ მან იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.

„პარლამენტს გააჩნია შესაძლებლობა, რომ მეტად იყოს ჩართული იმ პროცესებში რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიების განსაზღვრას უკავშირდება”.

ძირითადი მომხსენებლების შემდეგ, სესია დისკუსიის ფონზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.