ევროკავშირის ელჩის ღია გზავნილი ხელისუფლებას: “ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც ნამდვილად გვინდა, რომ განხორციელდეს”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღია გზავნილი ხელისუფლებას: “არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში და ნამდვილად ვისურვებდით, რომ განხორციელდეს”.

„მხარეებისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობით არ იყვნენ განწყობილი, ორივე მხარიდან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.