ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა დახმარების ოფისმა 2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა მონაცემები გამოაქვეყნა

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა დახმარების ოფისმა (European Asylum Support Office) 2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა მონაცემები გამოაქვეყნა. სამწუხაროდ საგრძნობი (35%) ზრდა არის 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებული ზრდაა გასული წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში. ჯამში 2017 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფარი 10,455 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა (საუბარია First time application-ზე). 2016 წელს (პირველი და განმეორებითი აპლიკანტების რაოდენობა) 7,555 საქ. მოქალაქეს შეადგენდა.
ამ მონაცემებით არ დგას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე მაგრამ ამ პრობლემას როგორმე ყველამ უნდა ვუშველოთ, რადგან ტენდენცია სახიფათოა და გასათვალისწინებელია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოხდება იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის მაძიებელთა საგრძნობი (50%-ზე მეტი) ზრდა მოხდა და აღიარების მაჩვენებელი 3-4% იქნება.
ესეც 2017 წლის მონაცემები ჩაშლილად თვეების მიხედვით:
იანვარი – 616
თებერვალი – 635
მარტი – 753
აპრილი – 634
მაისი – 818
ივნისი – 781
ივლისი – 798
აგვისტო – 788
სექტემბერი – 808
ოქტომბერი – 1062
ნოებერი – 1297
დეკემბერი – 1465

https://www.easo.europa.eu/latest-asylum-trends

გია აბაშიძე

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.