ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციების სპეციალური რეჟიმის მომზადებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა  ,,მაგნისტსკის აქტის” ანალოგიური დოკუმენტის მომზადება დაიწყო. ევროკავშირის წევრი  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი,  სანქციების სპეციალური რეჟიმის მომზადებაზე შეთანხმდნენ. 

ინიციატივას მხარი ევროკავშირის წევრმა 23-მა სახელმწიფომ დაუჭირა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ახალი უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დოკუმენტის მომზადება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურს დაევალა. 

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში ,,მაგნიტსკის აქტი ”  2016 წლიდან ამოქმედდა და რუსეთის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.