ევროკავშირი ევროპელ ახალგაზრდებს ევროპაში უფასოდ ამოგზაურებს

ევროკავშირი ევროპელ ახალგაზრდებს ევროპაში უფასოდ ამოგზაურებს. კერძოდ, 12 ივნისიდან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამაში DiscoverEU(აღმოაჩინე ევროკავშირი) ჩაერთონ და ახალგაზრდულ პორტალზე განაცხადი დატოვონ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი 15 000 უფასო ბილეთს გასცემს, რომლითაც 18 წლის ევროპელები ზაფხულში ევროპის მასშტაბით მოგზაურობას შეძლებენ.

როგორც პროექტის ვებგვერდზეა ნათქვამი, განაცხადის მიღება 2 კვირის განმავლობაში მოხდება. ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც მარტო, ასევე 5-კაციან ჯგუფთან ერთად იმოგზაურონ, მარშრუტი კი წინასწარ უნდა დაიგეგმოს.

15 000 იღბლიანს ჟიური შეარჩევს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ევრო დაიხარჯება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.