ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუცია მიიღეს

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომაზე შეთანხმების საბოლოო ტექსტი მიიღეს. დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, განსაკუთრებით კი ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისთვის არის აქტუალური.

რეზოლუციის ტექსტში იმ მიღწევებსა და პროგრესზე წერია, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა კონფლიქტების საკითხს და კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა:

“ასოცირების შეთანხმების საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებზე, ამ მხრივ აღსანიშნავია გარემოს დაცვის მიმართულება, ჩვენ მივიღეთ გარემოზე ზემოქმედების კოდექსი. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტამბულის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც მოხდა ბოლო პერიოდში და ეს არის აღნიშნული როგორც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. ჩვენი მსჯელობის საგანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოსალოდნელი სამიტიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროპული ოჯახისკენ, ეს პერსპექტივა ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული იმ განცხადებაში რომელიც ჩვენ მივიღეთ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა სტრასბურგში 15-16 თებერვალს გაიმართა.

ავტორი: ვაკო კუპრაშვილი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: