ევროპარლამენტარი: ადრე თუ გვიან, საქართველო შენგენის ზონის წევრი გახდება

ადრე თუ გვიან, საქართველო შენგენის ზონის წევრი გახდება,- განცხადება “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ გააკეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ უნდა მიიღოს გარკვეული კანონები, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. “ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს მოხდეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე“, – ამბობს ანდრიკიენე.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაუახლოვდეს ევროკავშირს. “თუ საქართველო შეასრულებს საშინაო დავალებას, ის აუცილებლად დაუახლოვდება ევროკავშირს და ამის კონკრეტული მექანიზმები გაწერილია”,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.