ევროპაში NATO-ს ჯარების სარდალი: რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის

რუსეთი აქტიურად ავითარებს სამხედრო ტექნოლოგიებს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის,- ამის შესახებ ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა კერტის სკაპაროტმა განაცხადა. მისი თქმით, 2025 წლისთვის, ამ რეგიონში რუსეთი სამხედრო უპირატესობას დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას Defense One ავრცელებს.

“მათი მოდერნიზაციის გათვალისწინებით, ტემპით, რომლითაც ისინი მოძრაობენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ მოდერნიზაციას ჩვენი ძალების მიერ, რათა შევინარჩუნოთ უპირატესობა ისეთ სფეროებში, სადაც დღეს დომინანტი ვართ”, – განაცხადა სკაპაროტმა.
“თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ ისინი დაუპირისპირდებიან ჩვენს სამხედროებს თითქმის ყველა მიმართულებით, 2025 წლისთვის”, – განაცხადა გენერალმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ თვეში ნატო-ს ევროპულმა მთავრობამ 6.5 მილიარდი დოლარი მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული “ევროპული შემაკავებელი ინიციატივის” დაფინანსებისთვის, რომელიც 2018 ფინანსურ წელთან შედარებით, 2 მილიარდი დოლარით მეტია.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.