ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 10 მედალი მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებმა 10 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. 

დიორში ბრწყინვალედ გამოვიდნენ ქართველი ძიუდოისტები. მათ ანგარიშზე ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონები: გიორგი ჩიხელიძე(66 კგ), მიხეილ ბექაური (90 კგ), მარიამ ჭანტურია (63 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი ბექა წიფიანმა (55 კგ) მოიპოვა, მესამე ადგილებს კი ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) და ლევან ჭელიძე (+90) დასჯერდნენ.

ქართველმა ვაჟებმა ძიუდოისტთა გუნდური პირველობა მესამე ადგილზე დაასრულეს.

დიორშივე ბრინჯაოს მედლის მფლობელი კანოისტი გია გაბედავა გახდა. ის 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა და ფინალურ გაცურვაში მესამე შედეგი -44.450 წამი აჩვენა.

კანოე ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში დიორში პირველად შეიტანეს.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნიჩბოსნებმა მოუტანეს. ჯუმბერ ჩხუთიაშვილმა და ბაჩანა გოჩაშვილმა 200-მეტრიანი დისტანცია 38.276 წამში დაფარეს.

საქართველო ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დიორიდან ხვალ გამთენიისას დაბრუნდებიან

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.