ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) ბოლო 25 წლის განმავლობაში კოსმოსური კვლევებისთვის ყველაზე დიდი თანხის ჩადებას აპირებს. ESA-ს 22 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო ესპანეთში, სევილიაში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტი 14.4 მილიარდი ევრო (15.8 მილიარდი დოლარი) იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

“ეს ნამდვილად სიურპრიზია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მოველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა იან ვიორნერმა. 

დაფინანსებაში ყველაზე დიდ თანხას გერმანია გაიღებს – 3.3. მილიარდი ევრო, რაც ბიუჯეტის 22.9%-ია, საფრანგეთის წილი 18.5%, ხოლო იტალიის – 15.9%-ია. დანარჩენი თანხა კი სხვა ქვეყნებზე მოდის. 

რაში დაიხარჯება ფული?

– კარიბჭე, პირველი კოსმოსური სადგური, რომელიც მთვარის ორბიტაზე იმოძრავებს და ეროპელ კოსმონავტებს შესაძლებლობას მისცემს მთვარეზე პირველად დადგან ფეხი;

– პირველი სრულად მოქნილი სატელიტური სისტემის შექმნა, რომელიც ინტეგრირდება 5G ქსელთან;

– “ჰერას” მისია NASA-სთან თანამშრომლობით, რომლის მიზანიც ასტეროიდებისგან დედამიწის დაცვაა;

– LISA, კოსმოსში პირველი გრავიტაციული ტალღის დეტექტორი;

– შავი ხვრელის მისია “ათენა”, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ “მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდეს სამყაროს ძირითადი ფიზიკის გაგებაში”;

– “მარსის ნიმუშის დაბრუნების მისია”(Mars Sample Return), რომელიც ასევე NASA-სთან ერთად განხორციელდება;

– კოსმოსური აპარატი, რომელიც ESA-ს განახლებადი კოსმოსური ხომალდია. 

გარდა ამისა ESA-ს სხვა მისიები და მიზნებიც აქვს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.