“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვა

“ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტთან ერთად, განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს სერგი კაპანაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის ელენე ხოშტარია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ.ირაკლი აბესაძე და ოთო კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აღარ იქნებიან, კახიძე ასევე ტოვებს საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტსაც.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.